00:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 14:30:25, 369 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „რეპსუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი შესაძლო ცვლილებები განიხილეს და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა წინადადებებზე იმსჯელეს.

საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, შეხვედრაზე შიდა საპარლამენტო განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

„განვიხილეთ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ვიმსჯელეთ არასაპარლამენტო ოპოზიციის შენიშვნებზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. მომავალი კვირის დასაწყისისთვის, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ალბათ შედგება კომუნიკაცია. ვფიქრობ, განხილვა პოზიტიური იქნება“, - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

კითხვაზე, მოხდა თუ არა შეხვედრაზე საარჩევნო სიების განხილვა, კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს ფორმატში ამაზე საუბარი ზედმეტია, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია.

„პოლიტსაბჭოს ფორმატში ამაზე საუბარი ზედმეტია. გადაწყვეტილება მიღებულია, კოალიციის ყველა სუბიექტი კენჭს ცალ-ცალკე იყრის“, - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics