|
2025-06-12 19:53:36, 733 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს სახდეპი - ელჩ დანიგანს სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე
აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით globalnews.ge-ს მიერ დასმულ შეკითხვას წერილობით უპასუხა და განაცხადა, რომ "ელჩ დანიგანს თანამდებობის დატოვებამდე აქვს" აშშ-ს სრული მხარდაჭერა. "მადლობას ვუხდით ელჩ დანიგანს 33 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების გამორჩეული სამსახურისთვის. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსადმი ჩვენი მიდგომის შეფასებას ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით," წერია სახდეპის განცხადებაში, რომელსაც globalnews.ge ავრცელებს. ცნობისთვის, 5 ივნისს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ "ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)