|
2025-03-05 12:52:08, 431 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი მზადაა გაგრძელოს ზომები და სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ევროკავშირი სრულად ითვალისწინებს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მზადაა, განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ რეპრესიების პოლიტიკა მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას. „ამიტომ, ევროკავშირი უკვე იღებს ზომებს. ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებულია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე. ასევე, ევროკავშირმა შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის 120 მილიონ ევროზე მეტის პირდაპირი დახმარება და შეაჩერა 30 მილიონი ევროს მხარდაჭერის ღონისძიება 2024 წლისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. გარდა ამისა, ევროკავშირი არ გეგმავს რაიმე სახის მხარდაჭერის ღონისძიებას 2025 წელს“, - ნათქვამია ევროკავშირის პრესსამსახურის განცხადებაში. ევროკავშირი ასევე აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და აძლიერებს მათ მხარდაჭერას, იმავდროულად, აქტიურად მონიტორინგს უწევს უახლესი საკანონმდებლო ინიციატივების გავლენას მათზე. მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ ევროკონტინენტმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს დიპლომატების, ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის. ევროკავშირი მზადაა განახორციელოს დამატებითი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)