03:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 08:43:36, 341 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ფრიდრიხ მერცს და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრიდრიხ მერცს და მის პარტიას გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ ელის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი.

"ვულოცავ ფრიდრიხ მერცს და "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს" (CDU) საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას! წარმატებებს გისურვებთ გერმანიის წინსვლაში. მოუთმენლად ველი თქვენს მხარდაჭერას ამ გადამწყვეტ დროს საქართველოს ევროპული მომავლის და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართ", - წერს ზურაბიშვილი.

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics