03:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 15:30:57, 539 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს შეეხება.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრების გაგრძელება. ეს არ არის პირველი შეხვედრა. იცით, რომ სისტემატურად ვხვდებით და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იმართება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ იყო შეხვედრა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, სადაც არჩევნების საკითხზე ვისაუბრეთ. დღესაც, სავარაუდოდ, ქვეყანაში, ზოგადად, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებთ. ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა საქართველოს საკითხის წამოწევა, მათ შორის, უსაფრთხოების ნაწილში, მისი ევროინტეგრაციის საკითხში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ნაწილში. სავარაუდოდ, ამ თემებზე ვისაუბრებთ. ასევე, ვიმსჯელებთ და შეხვედრის შემდეგ მეტ დეტალზე ვისაუბრებთ“, - აღნიშნა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics