04:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 12:08:06, 364 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ, ზელენსკი ე.წ. დიდმა ბიჭებმა შეაგულიანეს

„3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ „საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში“.

მისი თქმით, არანაირი მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

„3+3 ფორმატში“ მონაწილეობს რუსეთი, რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და რა თქმა უნდა, მაგ რეჟიმში, ჩვენ რუსეთთან არანაირ მაგიდასთან დასხდომას არ ვაპირებთ. არც დიპლომატიური ურთიერთობები გაგვაჩნია და არც სხვა ტიპის. ჯერ ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა რაიმე ტიპის ფორმატი იქნება თუ არა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გარდა ამისა, ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ტრამპს ეთანხმება იმაში, რომ ზელენსკის შეეძლო, რუსეთთან ომი აეცილებინა".

მისი თქმით, ზელენსკი ე.წ. დიდმა ბიჭებმა შეაგულიანეს.

„მე მაგ შეფასებაში ვერ შევალ ზელენსკი დიქტატორია თუ არა, ეს ნამდვილად არ არის ჩემი შესაფასებელი, თუმცა ბატონ ტრამპს, რა თქმა უნდა, იმაში ვეთანხმები, რომ ზელენსკის შეეძლო, ეს ომი აეცილებინა. ტრამპი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ უკრაინას შეეძლო ამის თავიდან აცილება, უბრალოდ ზელენსკი წაახალისეს და შეაგულიანეს ე.წ. დიდმა ბიჭებმა. ეს ომი მას თავიდან უნდა აეცილებინა," - აღნიშნა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics