06:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 08:30:27, 439 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს რამდენიმე პირის მოსმენას გეგმავს

17 თებერვალს, პარლამენტში, "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილი "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისია რამდენიმე პირის მოსმენას გეგმავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი 2003-2012 წლების განმავლობაში მომხდარ კანონდარღვევებზე წარმოებული საერთაშორისო დავებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრებს.

კომისიის სხდომაზე მიწვეულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც 2003-2012 წლებში გამართული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მოუსმენენ.

გარდა ამისა, დაგეგმილია გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მოსმენა 2003-2012 წლებში მართლმსაჯულების სისტემაში დაშვებული ხარვეზების თაობაზე ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.

17 თებერვალს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მივა, რომელიც 2003-2012 წლების პერიოდში მომხდარ კანონდარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics