|
2025-02-13 14:49:54, 425 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაცების“ უკანონოდ დაკავებული და უდანაშაულო პატიმარი რომ ვიყავი, ის კადრები არასდროს “გაუნიუსებიათ“
ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება ხოლმე „ნიუსი“: მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა, მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! სხვათა შორის, მართალი იყო და გამართლდა კიდეც! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წარსულში ის ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო. მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციით, ოპონენტები თავადვე ადასტურებენ, რომ ისე ცხოვრობს და აკეთებს საკუთარ საქმეს, რომ მასზე მეტი „კომპრომატი“ ვერ იპოვეს. ასევე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ „გასაშავებლად“ სხვას რომ შენს თანამოაზრეობას აბრალებ, „თვითლუსტრაციასა და მძიმე კომპლექსებზე მეტყველებს“. „ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ გამოვარდება-ხოლმე „ნიუსი: მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო… მეც არ ვიზარებ და ყოველ ჯერზე ვპასუხობ: ვისი ბიძაც არ უნდა ყოფილიყო, ლევან თუმანიშვილი იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი! (სხვათა შორის მართალი იყო და გამართლდა კიდეც!) ყოველთვის ასე ვიქცეოდი და მომავალში რომ დავუბრუნდე ჩემს ძველ პროფესიას - ჯგუფელს, კურსელს, კლასელს, მეგობარს და ა. შ. ნამდვილად არ ვეტყვი უარს დაცვაზე თუ ეს თავად „ნაცების“ ოდიოზურ, მწამებელ და ქვეყნის მოღალატე ლიდერებს არ შეეხება (თუმცა მათაც აქვთ დაცვის კონსტიტუციური უფლება და მათ დამცველებსაც კი ვერავინ დაამუნათებს ადვოკატობისთვის, ისევე როგორც რომელიმე მათგანის ექიმს, მოძღვარს და ა. შ. ამას ცალკე, არაფაშისტური შეგნება ჭირდება). „ნაცების“ ერთ-ერთი პირველი, უკანონოდ დაკავებული და უდანაშაულო პატიმარი რომ ვიყავი, ის კადრები „რატომღაც“ არასდროს „გაუნიუსებიათ“. გულწრფელად მიხარია, რომ თავადვე მიდასტურებენ - ისე ვცხოვრობ და ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომ ამაზე მეტი „კომპრომატი“ ვერასდროს ვერაფერი მიპოვეს. „ნაცებს“ და განსაკუთრებით „ნაცებთან“ მოღალატეებს წუხელ ძალიან გაუხარიათ სოც. ქსელებში. საკუთარი კომპლექსების მოხსნის და ბინძური შავი პიარის ყველაზე უცნაური ფორმა აქვთ არჩეული - ეგ ჩვენიანი იყოო (მტყუანზე დააგინებ და მთელი ცხოვრება მაგას დაგიტრიალებენ, იგინებაო). ისე, რანაირი გარეწარი, თვითლუსტრირებული და მძიმედ დაკომპლექსებული უნდა იყო ადამიანი, გასაშავებლად სხვას შენი თანამოაზრეობა დააბრალო. ამასობაში ტრამპი და პუტინი მსოფლიოს ახალ არქიტექტურაზე ლაპარაკობენ და ესენი მე დამდევენ, ვის ბიძას და ბიცოლას ვიცავდი ადვოკატობის დროს“, - წერს მამუკა მდინარაძე.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)