08:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 17:27:57, 319 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ვგეგმავთ კანონპროექტის დაინიცირებას, რომლითაც კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა

ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კანონპროექტის დაინიცირებას, რომლითაც კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და ეს დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, - ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი პარტნიორებთან, პირველ რიგში ამერიკელ პარტნიორებთან, ახალ ადმინისტრაციასთან.

 „თქვენ ხედავთ, რომ პროცესები, რაც მანამდე იმართებოდა ამერიკული დაფინანსებით, დღეს უკვე იმართება მეტწილად ევროპული დაფინანსებით. ამასაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. არ შეიძლება, ვინმემ ევროპული სტრუქტურებიდან მხარი დაუჭიროს, დააფინანსოს რევოლუციური პროცესები. ჩვენ ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ ღრმად უნდა შევისწავლოთ, მათ შორის ევროპის დემოკრატიის ფონდის საქმიანობა, საიდანაც ფინანსდებოდა რევოლუციური პროცესები, რადიკალიზმის გაღვივება, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. ყველამ უნდა სცეს პატივი, განსაკუთრებით ევროკავშირმა, ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics