|
2025-02-11 12:57:49, 330 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა NGO-ების ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად ახალ სსიპ-ს ქმნის, ჯერ უცნობია რა იქნება პრიორიტეტები
მთავრობა ახალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო ქმნის. სსიპ-ის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა, რომელთა "საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან". "იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროდ მეტწილად უცხოური აქტორები გვევლინება, რომლებიც ძალაუნებურად განსაზღვრავენ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგს, საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომ ცვლილების მიღების შემდეგ, სახელმწიფო სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის უფლება ექნება. ახალ სსიპ-ში დაახლოებით 10 პირი დასაქმდება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტით წელს გრანტების სააგენტოს ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები („57 13 − სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“ - 20 მილიონი ლარი) მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და მის ფუნქციონირებას, ასევე გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. ამასთან, სააგენტოს წლიური სახელფასო ფონდის ოდენობა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება მას შემდეგ, რაც შეიქმნება აღნიშნული სააგენტო", - წერია კანონპროექტში. გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი შემზღუდავი კანონები დააანონსა, რომლის ერთ-ერთი ადრესატი არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ. „აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომელიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას“, - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)