09:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 11:06:22, 366 ნახვა

პოლიტიკა
გამოკითხულთა 82,1% ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია - ISSA-ს კვლევა

"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82,1%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

კითხვაზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღესდღეობით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, პროცენტები ასე გადანაწილდა:

  • 82,1% - დიახ, მიმაჩნია
  • 12,3% - არა, არ მიმაჩნია
  • 5,4% - არ ვიცი
  • 0,2% - უარი პასუხზე


კითხვაზე, რომელი გამოხატავს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას, გამოკითხულები ასე პასუხობენ:

  • 38,6% - ერთპარტიული პარლამენტი
  • 33,7% - მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით
  • 11,9% - დასავლეთის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარება
  • 13,3% - ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური ქმედებები
  • 15,4% - პოლიტიკური პატიმრების არსებობა
  • 17,1% - უცხო ქვეყნების/ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში
  • 11,7% - ოპოზიციური პარტიების დესტრუქციული ქმედებები
  • 7,6% - პოლარიზაციის გამძაფრება
  • 12,6% - ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების სრული კონტროლი
  • 2,6% - სხვა
  • 2,4% - არც ერთი
  • 4,1% - არ ვიცი
  • 0,5% - უარი პასუხზე




კითხვაზე, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ "ქართული ოცნება".

  • 77,9% - ქართული ოცნება
  • 16,0% - ნაციონალური მოძრაობა
  • 16,5% - სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები
  • 5,1% - არასამთავრობო ორგანიზაციები/ენჯეოები
  • 3,9% - ევროკავშირი/ევროპის ქვეყნები
  • 2,1% - აშშ
  • 9,1% - რუსეთი
  • 23,6% - ბიძინა ივანიშვილი
  • 1,1% - გლობალური ომის პარტია და "დიპ-სტეიტი"
  • 3,7% - ოპოზიციური მედია
  • 3,2% - სახელისუფლებო მედია
  • 1,5% - სხვა
  • 2,7% - არ ვიცი
  • 0,9% - უარი პასუხზე

კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" ჩაატარა. გამოიკითხა 2 000 რესპოდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics