|
2024-11-05 12:26:11, 352 ნახვა
საზოგადოება
ნონა ქურდოვანიძე - ფარულობის დარღვევის საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ფარულობის დარღვევის საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა. როგორც ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში უთითებს, „თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მენეჯმენტი სხვაგვარად დალაგდა“.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გააუქმა. დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)