01:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-06 13:10:30, 411 ნახვა

მსოფლიო
ABC News - ისრაელმა „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ კიდევ 2 მეთაური მოკლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა 5 აგვისტოს დაადასტურეს, რომ ლიბანზე მიტანილი იერიშის შედეგად "ჰეზბოლას" კიდევ ერთი მეთაური ალი ჯამალ ალდინ ჯავადი, ხოლო ღაზაში 2 სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად "ჰამასის" ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური ჯაბერ აზიზი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ღაზას 2 სკოლაზე განხორციელებული ავაიადარტყმების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 30 ადამიანი - ძირითადად, ქალები და ბავშვები. 

ალი ჯამალ ალდინ ჯავადი "ჰეზბოლას" სპეცდანიშნულების რაზმის "რადვანის" მეთაური იყო. მისი სიკვდილი ასევე დაადასტურა "ჰეზბოლამაც".

რაც შეეხება აზიზს, ის "ჰამასის" ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის მოადგილე 2020 წლიდან იყო.

"აზიზმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 7 ოქტომბრის ტერაქტში და ხელმძღვანელობდა ალ ფუკარნის ბატალიონის მომზადებასა და გაწვრთნას",- წერს მედია.

გარდა ამისა, აზიზი მონაწილეობას იღებდა საზღვართან მდებარე ისრაელის ქალაქებში ტერორისტების შეღწევის მცდელობაშიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics