09:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 16:41:59, 491 ნახვა

მსოფლიო
შვედეთის შეიარაღებული ძალები - რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის კუნძულ გოთლანდის აღმოსავლეთით, საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი შვედეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსული თვითმფრინავის, SU-24-ის შესაჩერებლად Gripen-ის თვითმფრინავები გაიგზავნა, ვინაიდან დამრღვევმა რადიო-გაფრთხილებას არ უპასუხა.

"ინციდენტი შვედეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობის გამოვლინებაა", - განაცხადა საჰაერო ძალების უფროსმა, იონას ვიკმანმა. 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა საჰაერო სივრცის დარღვევას "მიუღებელი" უწოდა და თქვა, რომ ოფიციალური სტოკჰოლმი რუსეთის საელჩოს ოფიციალურ პირებს საგარეოში დაიბარებს.

შვედეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მსგავსი დარღვევები რუსული თვითმფრინავების მიერ ბოლოს მოხდა 2022 წელს, როდესაც ორმა SU-27-მა და ორმა SU-24-მა თვითმფრინავებმა ასევე დაარღვიეს მათი საჰაერო სივრცე გოთლანდის მახლობლად.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics