|
2024-04-30 12:38:37, 300 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა, კანადაში, მთავრობათაშორისი მოლაპარაკების კომიტეტის სესიაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, კანადის დედაქალაქ ოტავაში, მთავრობათაშორისი მოლაპარაკების კომიტეტის რიგით მეოთხე სესიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილი კანადის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრის მოადგილის თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში სანდრა მაკკარდელს შეხვდა. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას; აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის. სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა და ყურადღება რეკომენდაციების დროული და ეფექტიანი შესრულების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას გააჩნია ევროპულ მიდგომებზე დაფუძნებული ნარჩენების მართვის სისტემა, დანერგილია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მინისტრის მოადგილემ სანდრა მაკკარდელს ინფორმაცია მიაწოდა პოლიტიკის დოკუმენტების - საქართველოს ნარჩენების მართვის განახლებული 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის და 2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქვეყანაში პლასტიკის ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაა. საუბარი ასევე შეეხო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობის საკითხებს. როგორც სანდრა მაკკარდელმა აღნიშნა, შთამბეჭდავია საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის, ნარჩენების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები და ამ კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ მთავრობათაშორისი მოლაპარაკების კომიტეტის რიგით მეოთხე სესიის მიზანს პლასტიკის პრევენციის, მათ შორის, საზღვაო გარემოში, შესასრულებლად სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტის შემუშავება წარმოადგენს. შეხვედრას კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მესხელი ესწრებოდა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)