07:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 15:21:20, 314 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში წყალარინების ქსელი 14 მისამართზე შეიცვალა

გლდანის რაიონში წყალარინების ქსელი 14 მისამართზე შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

მათი ცნობით, გლდანის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება.

„წითელ ხაზებში არსებული წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 14  მისამართზე დასრულდა, 7 მისამართზე კი ამჟამად  მიმდინარეობს. 

მათ შორის, სამუშაოები მეშვიდე მიკრორაიონის N1 ა   კორპუსში ხორციელდება, სადაც ექვსივე  სადარბაზოში წყალარინების შიდა და გარე ქსელი  დაახლოებით, 330 გრძივ მეტრზე იცვლება. აღნიშნულისთვის  62 754    ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics