07:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 12:22:37, 304 ნახვა

საზოგადოება
აეროპორტების გაერთიანება - მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 39%-ით გაიზარდა

2024 წლის მარტში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მარტში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით  127,569 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის მარტი 91,802  მგზავრი).

„მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო.

მარტში აეროპორტში რეისები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23 %-ით გაიზარდა და 374 რეისს მოემსახურა. ( 2023 წლის მარტი - 304 რეისი).

2024 წლის სამი თვის ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთკანადი 57%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 42 %-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება“, - აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics