|
2024-04-11 12:49:31, 334 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების ევროპის მწვანე შეთანხმების განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ევროპის მწვანე შეთანხმების (European green deal) განყოფილების ხელმძღვანელს, ადამ ცვეჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. „მინისტრის პირველმა მოადგილემ, საკანონმდებლო სფეროში ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრა და ყურადღება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (SEA) სისტემის გაუმჯობესებაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მნიშვნელობის საკითხს, ასევე, საქართველოს განახლებული, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტს (NDC) და 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგიას. ადამ ცვეჩის განცხადებით, საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, თვალსაჩინო პროგრესი აქვს; შესაბამისად, ენერგეტიკული გაერთიანება მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოს კლიმატის ცვლილებისა და, ზოგადად, გარემოს დაცვის სფეროში არსებული რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესს. ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანს წევრ ქვეყნებში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება, ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა წარმოადგენს. ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2017 წლის 1 ივლისს გაწევრიანდა. შეხვედრას ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)