09:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-05 16:18:18, 375 ნახვა

საზოგადოება
ვოლსკი - უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, თუ არ გააკეთებენ განცხადებას

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს შშმ პირებს იმით, რომ თუ განცხადებას არ გააკეთებენ, დახმარება შეუწყდებათ". 

ვოლსკი გამოეხმაურა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განცხადებას.

„თუკი ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, თუკი არ გააკეთებენ განცხადებას, ეს უზნეობაა. ვინც ეხმარება, თანადგომას უცხადებს და ფინანსურად თუ ნებისმიერი სხვა პროგრამით ეხმარება შშმ პირებს, იმას ორდენი ეკუთვნის, მაგრამ რატომ არ უნდა გააკეთონ ამის შესახებ დეკლარირება? როდესაც ცდილობ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, გამოდის რომ სხვა გეგმა გაქვს, ან შშმ პირებს იყენებ იმ პოლიტიკური უზნეო მიზნებისთვის, რომელიც გაგაჩნია“, - აცხადებს ვოლსკი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics