|
2023-09-06 14:29:03, 1077 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - ვხედავთ, რომ უკრაინა კონტრშეტევაში წარმტებებს აღწევს, გვინდა, რომ დახმარება კვლავ გავაგრძელოთ
უპირველესად მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ დავადასტურო აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ კიევში მყოფმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ბლინკენი აღნიშნავს, უკრაინას კონტრშეტევაში წარმატებები აქვს და ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ უკრაინის მიმართ დახმარება კვლავ გააგრძელოს. "უპირველესად მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ დავადასტურო აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას წარმატებები აქვს კონტრშეტევაში და გვინდა კვლავაც გავაგრძელოთ დახმარების გაწევა ამ ქვეყნისთვის არა მხოლოდ მოკლე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა მსგავსი აგრესია აღარასოდეს მოხდეს. გარდა ამისა, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, რომ ქვეყანა აღდგეს ეკონომიკურად, გაძლიერდეს დემოკრატია და ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ქვეყანა არა მხოლოდ გადარჩება, არამედ წარმატებული იქნება", - განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, კიევში დღეს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)