|
2023-09-05 19:42:23, 973 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ვიცე-პრემიერი - უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის 2 წელიწადში იქნება მზად, ხოლო ნატოში - უფრო ადრე
უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის 2 წელიწადში იქნება მზად, ხოლო ნატოში - უფრო ადრე, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. როგორც სტეფანიშინა აღნიშნავს, უკრაინა შეძლებს ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვას, ევროპული სტანდარტების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულებას, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას გახდეს ევროკავშირის კონკურენტუნარიანი წევრი. „ჩვენ მზად ვიქნებით ევროკავშირის წევრობისთვის უახლოეს ორ წელიწადში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ომის მიმდინარეობა განსაზღვრავს ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ჩარჩოებს ვფიქრობ, უფრო სწრაფად შევძლებთ ნატოში გაწევრიანებას, რადგან ველით გამარჯვებას, ომის დასრულებას და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და ყველაზე ცნობილი არმია ნამდვილად იქნება ევროპის უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარანტი“, - განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)