|
2022-11-22 09:34:45, 1381 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ხელისუფლება ზამთრის პერიოდში ხერსონის მოსახლეობას ევაკუაციას სთავაზობს
უკრაინის ხელისუფლება ზამთრის პერიოდში ხერსონის მოსახლეობას ევაკუაციას სთავაზობს,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა დამინისტრმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მოსახლეობას სთავაზობს რივი-რიჰში, მიკოლაივსა და ოდესაში. ამასთან ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით თავშესაფრებში, ჰუმანიტარული დახმარებით, საკვებითა და სამედიცინო დახმარებით. „მივმართავ ხერსონის მოსახლეობას. კერძოდ, მოქალაქეების დაუცველ კატეგორიებს: ბავშვებთან ერთად ქალებს, მოხუცებს, ავადმყოფებს და შეზღუდული გადაადგილების მქონეებს. ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, შეგიძლიათ, ზამთრის პერიოდში ქვეყნის უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაცია. მთავრობა გთავაზობთ უფასო ევაკუაციას კრივოი-იჰში, ნიკოლაევსა და ოდესაში, შესაძლო შემდგომი გადაყვანა კიროვოგრადის, ხმელნიცკის რეგიონებში ან უკრაინის დასავლეთ რეგიონებში. უზრუნველყოფილი იქნება თავშესაფრებში უფასო განთავსება, ჰუმანიტარული დახმარება, საკვები და სამედიცინო დახმარება“,- განაცხადა ვერეშჩუკმა. შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს უკრაინის დამცველებმა დაიწყეს ხერსონში შესვლა, საიდანაც რუსი დამპყრობლების უმეტესობა გაიქცა, თუმცა კვლავ აგრძელებენ ხერსონის და მიმდებარე დასახლებების დაბომბვას დნეპრის მარცხენა სანაპიროდან. ნოემბრის დასაწყისში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ევაკუაცია კიევიდან და სხვა ქალაქებიდან, რომლებიც შორს არიან საომარი მოქმედებებისგან, განიხილება მხოლოდ საგანგებო ღონისძიებად. 19 ნოემბერს ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნებაყოფლობითი ევაკუაცია დაიწყო.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)