09:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 15:25:02, 1722 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული ბლოკირებულია, ხორბლის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

უკრაინის პორტებში თითქმის ოთხნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული ბლოკირებულია, რადგან რუსეთის შეჭრის შემდეგ, საზღვაო გზები დაკეტილია და პროდუქციის ექსპორტი შეუძლებელია, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა, მარტინ ფრიკმა განაცხადა.

გაერო ასევე აღნიშნავს, რომ ბევრი ქვეყანა დამოკიდებულია უკრაინული ხორბლის იმპორტზე და ფასებმა საკვებ პროდუქტებზე, როგორიცაა მცენარეული ზეთი და მარცვლეული, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

"შიმშილი არ უნდა იყოს იარაღი. უკრაინული მარცვლეულის მიწოდება სხვა ქვეყნებში, გლობალურ სასურსათო კრიზისს შეამსუბუქებს,''- აცხადებს გაეროს წარმომადგებელი, მარტინ ფრიკი

 როგორც ცნობილია, 1 მაისს უკრაინამ  ბერდიანსკის, მარიუპოლის, სკადოვსკის და ხერსონის საზღვაო პორტების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე ეს ტერიტორიები  რუსი სამხედროებისგან არ გათავისუფლდება. გადაწყვეტილება გემებისა და მგზავრების მომსახურეობის, ტვირთის, ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული სხვა ეკონომიკური საქმიანობის შეფერხების გამო მიიღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics