|
2022-04-25 14:16:10, 1898 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ომბუდსმენი - ოკუპანტებმა 347 სამედიცინო დაწესებულება უკვე გაანადგურეს, საიდანაც 36 ვერ აღდგება
რუსი სამხედროები მიზანმიმართულად ანადგურებენ უკრაინის სამედიცინო ინფრასტრუქტურას და დაბომბვის დროს უმიზნებენ სასწრაფო სამედიცინო მანქანებს. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა . მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან ოკუპანტებმა უკვე გაანადგურეს 347 სამედიცინო დაწესებულება, რომელთაგან 36 ვერ აღდგება. ლუგანსკის ოლქში ყველა სამედიცინო დაწესებულება და საავადმყოფო დაზიანდა ან განადგურდა. სამედიცინო დაწესებულებების ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს ოკუპირებულ ქალაქებში. „ჯანმო-მ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად განადგურდა, მათ დაადასტურეს 162 თავდასხმა სამედიცინო დაწესებულებებზე და პერსონალზე, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 73 ადამიანი“, - თქვა დენისოვამ. მან ასევე განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტები არ აძლევდნენ უფლებას ჯანმო-ს წევრებს ჩასულიყვნენ მარიუპოლში და სხვა კრიტიკულ რაიონებში სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის. როგორც UNIAN იტყობინება, 1 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ უკრაინის სამედიცინო სისტემა სამხედრო რელსებზე გადავიდა , რათა უკრაინელებს მედიკამენტების ნაკლებობა და ფასების ზრდა არ დაზარალდეთ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)