06:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-24 10:34:04, 1449 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი - ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას

ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას. - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ავრცელებს.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მზად არის დაეხმაროს უკრაინას და რუსეთმა თავის ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს.

" პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე, რათა მისთვის განახლებული ინფორმაცია მიმეწოდებინა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად გადადგამს. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას, მათ შორის უკრაინას გადავცემთ ჯავშანმანქანებს. რუსი სამხედროების წინააღმდეგ ახალი სანქციებიც დავაწესეთ. აგრეთვე, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ჩვენი საელჩო კიევში განაახლებს მუშაობას. დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების მოპოვებაშიც ეხმარება. რუსეთმა თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს." - განაცხადა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics