05:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 18:29:08, 2360 ნახვა

ომი უკრაინაში
ხერსონში, ცნობილი პრორუსი ბლოგერი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ცნობილი პრორუსული ბლოგერი და ფსევდო მოხალისე ვალერი კულეშოვი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი თავის ფეისბუქის მეშვეობით ავრცელებს.

„ცნობილია, რომ კულეშოვს ესროლეს შუმენის მიკრორაიონში, საკუთარი სახლის შესასვლელთან. ნაცრისფერ მაზდაში იჯდა. შემთხვევა 20 აპრილს, კიევის დროით 08:15 საათზე მოხდა. ადგილობრივები მას, როგორც პრორუს ბლოგერს იცნობდნენ. ომის აქტიური ეტაპის დაწყებიდან კულეშოვი პირდაპირ ეთერში ბრძოლის ველიდან მაუწყებლობდა“ , - წერს დეპუტატი.

ხლანი ასევე აღნიშნავს, რომ გავრცელებული ვარაუდით კულეშოვი რუსებისთვის აქტივისტისა და საზოგადოებრივი აზრის ლიდერის როლს ასრულებდა.

„ხერსონში გრძელდება მოსახლეობის დამპყრობლების აგიტაცია კვაზი რესპუბლიკის მოწყობის მიზნით, მაგრამ ხერსონელები არ ნებდებიან. მოითმინეთ, ჩვენ მალე იქ ვიქნებით", - დასძინა დეპუტატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics