01:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-10 10:15:33, 1993 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთი ხერსონის რესპუბლიკის დაფუძნების რეფერენდუმს ამზადებს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი "ხერსონის რესპუბლიკის დაფუძნების რეფერენდუმს" ამზადებს. 

ქალაქ ნოვაია კახოვკაში რუსული ჯარები იყენებენ ადგილობრივ სტამბებს და ამზადებენ ბროშურებს, ბუკლეტებს, პლაკატებს და ბლანკებს "ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ დაარსების შესახებ "რეფერენდუმისთვის". 

გარდა ამისა, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსი სამხედროები ცდილობენ, გაარღვიონ ქალაქ იზიუმის დაცვა და მარიუპოლზე სრული კონტროლი დაამყარონ. 

რუსულმა არმიამ ხარკივის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში განათავსა დროებითი საავადმყოფოები და სამხედრო ტექნიკის სარემონტო ცენტრები, თუმცა განიცდის სამედიცინო პერსონალის და მედიკამენტების დეფიციტს. 

რუსების მიერ ხარკივის დაბომბვა გრძელდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics