00:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 17:16:51, 1723 ნახვა

ომი უკრაინაში
კრამატორსკში, რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია

კრამატოსრკის მერის ალექსანდრ გონჩერენკოს ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია. 

მისივე თქმით, დაშავდა 98 ადამიანი, რომელთაგანაც 46 ქალი, 36 კი მამაკაცია. ამასთანავე, დაშავებულთა შორისაა 16 ბავშვი. 

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკში რკინიგზის სადგური მაშინ დაბომბეს, როცა ასობით ადამიანი გაქცევას ცდილობდა. დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო აცხადებს, რომ დარტყმა რუსული რაკეტით ისკანდერით განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კრემატორსკში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას უარყოფს.

„კიევის ნაციონალისტური რეჟიმის წარმომადგენლების ყველა განცხადება 8 აპრილს რუსეთის სავარაუდო „სარაკეტო თავდასხმის“ შესახებ ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე არის პროვოკაცია და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 8 აპრილს ქალაქ კრამატორსკში საცეცხლე მისიები არ ჰქონიათ და არც იყო დაგეგმილი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics