|
2021-10-30 11:42:35, 991 ნახვა
ეკონომიკა
ბერნში „ქართული ღვინის ფორუმი“ გრძელდება
შვეიცარიაში, ბერნის კულტურის სახლში „Casino Bern” „ქართული ღვინის ფორუმი“ 29 ოქტომბერს გაიხსნა.- ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ფორუმში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „შატო მუხრანი“, „თელიანი ველი“, „შილდა“, GWS, „წინანდლის მამული“, „კონჭო და კომპანია“, „ნაბერაული“ და „ნიკოლაიშვილების ღვინის მარანი“ მონაწილეობენ. „ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. ასეთი მასშტაბით ბერნში პირველად ხდება ქართული ღვინის წარდგენა. შვეიცარიაში ქართულ ღვინოს არ იცნობენ სათანადოდ; შეიძლება ითქვას, ეს არის პირველი ნაბიჯი, რათა მომავალში, მეტი მუშაობით, ცნობადობის გაზრდით, უფრო მეტად პოპულარული გახდეს ჩვენი ღვინო. სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში, რევაზ ლომინაძემ. „ქალაქ ბერნში, „ქართული ღვინის ფორუმი“ ფესტივალის „FERNWEH” ფარგლებში იმართება. აღნიშნული ფესტივალი უცხო ქვეყნების კულტურის ადგილობრივებისთვის გაცნობას გულისხმობს და მასში არაერთი ქვეყანა მონაწილეობს. ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერის“ (GeoHaus GmbH) და „ქართული კულტურის ცენტრის შვეიცარიაში“ ორგანიზებით ტარდება.“- ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)