06:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 18:05:02, 1067 ნახვა

სამართალი
მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე–12 საპატიმროში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალს დღეს წარუდგენენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დღეს წარედგინება. 

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება.

"პროკურატურის მიერ გამოტანი იქნა დადგენილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რაც გათვალისწინებულია სიახლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები, გამოთხოვილია ვიდეო მასალები, ასევე ამოღებულია ტელეფონები და დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილს შემოსვლაში დაეხმარა ელგუჯა ცომაია და შემდეგ ბრალდებულები არიან ის პირები, რომლებმაც ხელი შეიწყვეს მის გადაადგილებას და არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული დადასტურებულია არამარტო არამხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით და ვიდეო მასალებით", – განაცხადა პროკურორმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics