|
2021-09-27 14:39:13, 746 ნახვა
ეკონომიკა
საწარმოები შეღავათიანი აგროკრედიტით ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების - ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შეძენის მიზნობრიობითაც ისარგებლებენ
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილება შევიდა.-ინფრმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცლეელბს. მათივე ცნობით, ცვლილების თანახმად, გაჩნდა შესაძლებლობა, ყურძნის გადამმუშავებელმა კომპანიებმა შეღავათიანი კრედიტი აიღონ, როგორც ყურძნის გადამუშავების, ასევე ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შესაძენად. „ქართული მეღვინეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია გულისხმობს, ქართული ღვინო ნიშური სეგმენტიდან საყოველთაო ხელმისაწვდომ კატეგორიაში გადავიდეს. ქართული ღვინო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ძირითადი გაყიდვის არხებში, როგორიც არის, ე.წ., on trade, ჰორეკა სექტორი და ქსელური მაღაზიები, რითეილი. შესაბამისად, უნდა გაიზარდოს როგორც ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოება, ისე ექსპორტი. ქართულმა ღვინომ მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიმკვიდროს ღვინის ცნობილ მწარმოებელ თუ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ, ერთი მხრივ, დაიწყო საგრანტო თანადაფინანსება მარკეტინგული ღონისძიებების გაზრდისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მთავრობის სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლონ ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების - ბოთლის, საცობის, ჩაჩის და ყუთის შესაძენად. 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში, 376 კომპანია ახორციელებდა ექსპორტს. 100 მლნ ბოთლის რეალიზაცია 2021 წლის საპროგნოზო მონაცემია. სახელმწიფოს მიზანია, 10 წლიანი გეგმის ფარგლებში, 2030 წლისთვის, ღვინის სექტორის საექსპორტო შემოსავლებმა 1 მლრდ დოლარი შეადგინოს, რაც, ფაქტობრივად, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური პროდუქტებიდან დღეს არსებული შემოსავლების გასამმაგებას გულისხმობს.“-აღნიშნულია განცხადებაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)