06:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 11:12:17, 596 ნახვა

ეკონომიკა
ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ამონაწერის აღება კახეთში 70, ხოლო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს

ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.  2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. 

კახეთის რეგიონში რეგისტრაცია მიმდინარეობს თელავის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სულ 70 ლოკაციაზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროცესი მომავალ კვირიდან დაიწყება.

მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა.

კახეთის რეგიონში, ჯამში, უკვე დარეგისტრირებულია 24 ათასამდე მევენახე-ფერმერი, აქედან 9 ათასამდე მიმდინარე წელს. რაჭა ლეჩხუმის რეგიონში რეგისტრაციის პროცესი 2021 წლის აგვისტოში დაიწყო და დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი მევენახე ფერმერი.

ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics