|
2021-08-04 10:13:54, 548 ნახვა
ეკონომიკა
გურამ გურამიშვილი - უმნიშვნელოვანესია საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგურში განხორციელდეს სერვისების გაციფროვნება და ერთი ონლაინ პლატფორმის ქვეშ გაერთიანება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საზღვაო სერვისების გაციფროვნებასთან დაკავშირებით გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს, ინვესტორთა საბჭოს დახმარები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს პორტებში ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS - Port Community Systems) დანერგვის მიზანშეწონილობის კვლევას განახორციელებს. კვლევა შეისწავლის ასოცირებულ რეგიონულ სისტემებთან აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირების შესაძლებლობებსაც, მაგალითად, შავი ზღვისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან და ევროკავშირის სისტემებთან. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ნავსადგურებში სანავსადგურე და სატრანსპორტო სერვისების გაციფროვნების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგურში განხორციელდეს სერვისების გაციფროვნება და ერთი ონლაინ პლატფორმის ქვეშ გაერთიანება. „აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას ნავსადგურებში, რაც საქართველოს ნავსადგურებს მისცემს შესაძლებლობას, წინასწარ დაგეგმონ ტვირთნაკადები სახაზო/რეგულარული მიმოსვლის გემებისათვის და ასევე, ტვირთების კატეგორიებისა და მოცულობის მიხედვით," - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. „საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის ზრდისთვის მნიშვნელოვანია პორტებში სახელმწიფო სერვისების გაციფროვნება და ერთ ონლაინ-პლატფორმაზე - „ერთი ფანჯრის პრინციპით" (MSW) გაერთიანება. საქართველოში აშშ-ს საელჩოს და EXBS პროგრამის დაფინანსებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უკვე განახორციელა „ერთი ფანჯრის პრინციპის" პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა. აღნიშნული პროექტი დანერგვის ეტაპზე 2021 წლის სექტემბერში გადავა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, აღნიშნული გააუმჯობესებს საქართველოს პორტების ეფექტიანობას, მკვეთრად შეამცირებს შეფერხებებს პორტებში, გაამარტივებს დოკუმენტაციასთან მუშაობის პროცესს და არსებითად გაზრდის ტვირთბრუნვას. „პროექტი ასევე დაეხმარება საქართველოს, შეამციროს საზღვაო ტრანსპორტის ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე და ხელს შეუწყობს საქართველოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს. ყოველივე გაზრდის საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონული ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი," - განაცხადა გურამ გურამიშვილმა. ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ PCS - ი არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით. პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს ნავსადგურებისა და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, აგრეთვე ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი კოორდინაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და ბიუროკრატიას.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)