|
2021-07-23 16:55:09, 935 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - საყოველთაო ვაქცინაცია არის უალტერნატივო წინაპირობა იმისათვის, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ
დღეიდან რუსთავის „აზოტი" იმ საწარმოთა რიცხვშია, რომელთა თანამშრომლები ორგანიზებულად, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, შეძლებენ კოვიდ-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით. ვაქცინაციის პირველ დღეს „აზოტის" 100-მდე თანამშრომელი აიცრა, დანარჩენები მომდევნო დღეებში აიცრებიან. რუსთავში მდებარე საწარმოების თანამშრომელთა ვაქცინაცია კლინიკა „რუსთავში" მიმდინარეობს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, საყოველთაო ვაქცინაცია არის უალტერნატივო წინაპირობა იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ის ტემპი, რომელიც ბოლო თვეებში ფიქსირდება. „სწორედ ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან, განსაკუთრებით მსხვილ დამსაქმებლებთან, რომელთა თანამშრომლებისთვისაც ხდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვაქცინაციის თვალსაზრისით". მინისტრის მოადგილის თქმით, მისასალმებელია საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების მხრიდან გამოჩენილი მზაობა, ჩართონ ვაქცინაციის პროცესში. „ამით ამ საწარმოთა თითოეული თანამშრომელი გამოხატავს სწორ სამოქალაქო პოზიციას, რადგან პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საწარმოების თანამშრომელთა დროული ვაქცინაცია, რომელთაც ერთიან სივრცეში უწევთ პროფესიული საქმიანობის წარმართვა და ამდენად, ვირუსის გავრცელების რისკი გაცილებით დიდია. მოხარული ვართ, რომ რუსთავის „აზოტის" თანამშრომელთა მხრიდან დიდი ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში და იმედი გვაქვს, რომ მალე მათ სხვა საწარმოთა თანამშრომლებიც შეუერთდებიან", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. „პროცესი გაგრძელდება აბსოლუტურად ყველა რეგიონში. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ნებისმიერი სექტორის ნებისმიერ დამსაქმებელთან იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი თანამშრომლების ვაქცინაცია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, რუსთავის „აზოტი" ქვემო ქართლში მდებარე მეორე საწარმო „ქართლი ტექსტილის" შემდეგ, რომელთა თანამშრომლებიც მასობრივი ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობენ. უახლოეს პერიოდში ვაქცინაცია ჩატარდება არა მხოლოდ რუსთავში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში, სადაც კერძო სექტორში დასაქმებულები ორგანიზებულად შეძლებენ აცრას.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)