|
2021-07-02 18:22:00, 906 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - მცირე და საშუალო ბიზნესში ციფრული შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული მხარდაჭერის ახალ პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა მცირე და საშუალო მეწარმეობაზე და ამავე დროს ნათლად წარმოაჩინა ციფრული სერვისების შესაძლებლობები. თავის მისალმებაში, ეკატერინე მიქაბაძემ დადებითად შეაფასა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ, 2021 წლის მაისში ინიციირებული პროექტის მიზნები და განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული შესაძლებლობების განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს. მინისტრის მოადგილემ განსაკუთებულად გაუსვა ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ახალ სტრატეგიას, რომელშიც ერთერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებას ამ სექტორში ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ეკატერინე მიქაბაძის თქმით, „ამავე სტრატეგიაში, სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებშიც არაერთი აქტივობაა, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესში ციფრული სამეწარმეო კულტურის და ციფრული უნარების განვითარებას." შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. „საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარებას, შემუშავებული გვაქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2019 – 2025 წლებისათვის. ცალკე გამოვყოფ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარე log-in Georgia პროექტს - საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნეტ-ჩართულობას. ასევე აღვნიშნავ სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომელსაც ადგილობრივ თემებთან ერთად ვახორციელებთ და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულმა პროგრამამ დიდი სარგებელი მოუტანა ქვეყნის მთიანეთში მცხოვრებ მიკრო და მცირე მეწარმეებს“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)