|
2020-09-10 12:46:54, 2998 ნახვა
რეგიონი
ირაკლი ხახუბია ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
,,ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობის მუნიციპალიტეტში ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს, ბიისა და ხობის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურდღება, რაც ხობის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ასევე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს. “ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ძველ ხიბულაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახლს, რომელშიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. მალე გაიხსნება ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმიც, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.სოფლების მოსახლეობამ პრიორიტეტულ მიმართულებებად წყალსადენი სისტემის მოწყობა, გაზიფიცირება, შიდა გზებისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა, რომელთა მოგვარების გზებსა და ვადებზე მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ”-განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)