კეპულაძე კრედიტის დოლარიდან ლარში გადატანაზე: იძულებით ჩარევა კარგ შედეგს არ მოიტანს
„ამ მიმართულებით ძალიან გონივრული ნაბიჯებია გადასადგმელი და არა რაღაც აკრძალვები და ძალდატანებითი რეგულაციები“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლის თანახმადაც მოქალაქეებს, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის იანვრამდე აქვთ აღებული, კრედიტის ლარში გადატანა შეეძლებათ.