ქართული ექსპორტიორი კომპანიები „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სავაჭრო მისიებში მონაწილეობენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ორგანიზებით, 4-დან 8 სექტემბრის ჩათვლით საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე ქართული კომპანიები მიუნხენში, ბერლინში და ჰამბურგში გამართულ სავაჭრო მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.