|
2020-03-26 12:55:27, 5318 ნახვა
ომი უკრაინაში
ქვემო ქართლში რწმუნებული - მარნეულში შემოწმდა 15 000 ადამიანი, საიდანაც ტემპერატურა 4-ს აღენიშნებოდა, გართულება არ შეიმჩნევა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულში შემოწმება 15 000-მა ადამიანმა გაიარა, საიდანაც ტემპერატურა 4-ს აღენიშნებოდა. მისივე თქმით, იმ პირებს, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებოდათ, კორონავირუსის სიმპტომები არ ახასიათებთ. „არსად არ არის გართულება, სადაც ველოდებით საზოგადოებრივ თავშეყრას იმაზე მეტს, რაც არ არის სასურველი. ჩვენი აქტივისტები არიან ჩართული. ვიცავთ დისტანციას, ვიცავთ რიგებს. ტესტირებებზე საველე ჰოსპიტალიდან აღებული ნაცხები მიდის და ნაცვლად 6-7 საათისა, საათ ნახევარში გვექნება პასუხები. გიდასტურებთ ციფრს, რომ მარნეულში 15 000 ადამიანი შემოწმდა, მხოლოდ 4-ს ჰქონდა ტემპერატურა და არავითარი სიმპტომატიკა კი არავითარი. ამიტომ, გამორიცხული იყო კორონასთან კავშირი. ასევე, 3400 ადამიანი შემოწმდა ბოლნისში და იქაც არავითარი გართულება ადამიანებთან არ ყოფილა“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)