|
2020-03-24 21:41:33, 7714 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს ღამით, 24:00 საათიდან დაიწყება თბილისის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა
დღეს ღამით, 24:00 საათიდან დაიწყება დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, დეზინფექცია ჩატარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია. "ღონისძიება რამდენიმე დღე გასტანს და მას თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო ერთობლივად ახორციელებს. სადეზინფექციო სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკის და სპეციალისტთა ჯგუფების საშუალებით ჩატარდება. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)