|
2020-03-22 22:14:09, 6084 ნახვა
ომი უკრაინაში
პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს, კრიტიკულად მძიმეა
პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს, მძიმეა. მოქალაქეს ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა და რომელიც ახლა მკურნალობას გადის. ინფიცირებულ 67 წლის ქალს თანმდევი ქრონიკული დაავადება აქვს, რომელიც ვითარებას ამძიმებს. „მოგეხსენებათ, ერთი საათის უკან შემოგვიყვანეს პაციენტი, საქართველოს მოქალაქე მარნეულის საავადმყოფოდან. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ეპიდანამნეზი ამ ეტაპისთვის ჩვენთვის უცნობია, მაგრამ როგორც ჩანს, პაციენტი შევიდა 18 მარტს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ორმხრივი მწვავე პნევმონიის დიაგნოზით, დინამიკაში განვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. დადასტურდა, რომ არის „კოვიდით“ ინფიცირებული. შემოყვანისას იყო ჟანგბადის მკვეთრი დეფიციტი, რომელიც ამ ეტაპამდე გრძელდება ჰემოდინამიკის რღვევით“, – აღნიშნა ლევან რატიანმა. ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან რატიანმა ასევე დააკონკრეტა, რომ 67 წლის ქალს სხვა თანმდევი დაავადებები აქვს. საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, როგორც ფორმა 100-დან ირკვევა, დაახლოებით 2 კვირის წინ აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, ცხელება. პაციენტმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას, 18 რიცხვში და დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, დაგვიანებული შემთხვევაა. მარნეულში დაფიქსირებული კორონავირუსის ერთ შემთხვევაზე ამ დროისათვის 86 კონტაქტია დადგენილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა. „ჩვენი ჯგუფი მუშაობდა იმ საავადმყოფოში და ახლა დაბრუნდნენ ცენტრში. მიმდინარეობს დისკუსია ამ ავადმყოფთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და დგინდება თუ ვისთან ჰქონა კონტაქტი დაინფიცირებულ მოქალაქეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)