03:12 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 12:41:09, 1935 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - ოქტომბერში, საქართველოში ბაზრებსა და ბაზრობებზე 45 ათასზე მეტი ადამიანი ვაჭრობდა, რომლის 44.3% თბილისზე მოდის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე 45,1 ათასი კაცი ვაჭრობდა, რომელთა მიერ ჯამში 302,0 მილონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელია რეალიზებული.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე  მოვაჭრე 45,1 ათასი კაციდან 44,3 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის, ხოლო 14,2 პროცენტი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 9,8 პროცენტი - ქვემო ქართლის, 9,1 პროცენტი - კახეთის, 7,5 პროცენტი - აჭარის, 7,5 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,6 პროცენტი - შიდა ქართლის, 1,8 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 0,9 პროცენტი - გურიის რეგიონზე ნაწილდება.

„2019 წლის ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ რეალიზებულია 302,0 მილონი ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი (ავტომობილების გარდა), რომელთა 19,9 პროცენტი სასურსათო საქონელზე მოდის, 74,4 პროცენტი - არასასურსათო საქონელზე, ხოლო 5,7 პროცენტს ცხოველების და ფრინველების ჯგუფი შეადგენს. 90,6 მილონი ლარის ოდენობით შეფასდა ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვის მოცულობა.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,8 პროცენტი ქ. თბილისშია, ხოლო 20,7 პროცენტი - იმერეთის, 12,0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,0 პროცენტი - კახეთის, 7,2 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5,3 პროცენტი - აჭარის, 4,3 პროცენტი - შიდა ქართლის, 2,9 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,9 პროცენტი - გურიის, 1,9 პროცენტი - მცხეთამთიანეთის, 1,0 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული“, - ნათქვამია „საქსტატის“ ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics