18:35 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-29 16:11:33, 256 ნახვა

პოლიტიკა
მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

გორში მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ამ საქმეზე ბრალდებული პოლიციელები არიან: ალექსი ბადალოვი, ვლადიმერ გოდერძიშვილი, გიორგი ზაკო წკრიალაშვილი, საბა წაველიძე, ალეკო თოფჩიშვილი, ⁠ვანიკო მისირელი.

პროკურატურა მათ სასახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება - მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

27 მაისს „ფორმულამ“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ გორში, კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. დააკავეს 6 სამართალდამცავი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთმა რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთის საგარეო - სოხუმი და ცხინვალი კვლავ რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად რჩებიან სამხრეთ კავკასიაში
მარია ზახაროვა: საქართველომ მრავალვექტორიანი პოლიტიკა აირჩია
მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics