|
2015-07-15 10:07:49, 963 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დეტალურად გააცნო უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის, ასევე აკადემიაში არსებული სკოლებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა და ფუნქცია-მოვალეობები. შეხვედრაზე აკადემიის სამომავლო გეგმები და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გატარებული ღონისძიებებიც განიხილეს. “დღეს მქონდა საქმიანი შეხვედრები თავდაცვის აკადემიაში. ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო. თავდაცვის აკადემია ძალიან მაღალი კლასის, საკმაოდ პრესტიჟული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. ეს არის ერთადერთი სასწავლებელი, რომელიც სამხედრო განხრით, უმაღლეს განათლებას უზრუნველყოფს. ჩემი დაინტერესებაა, რომ საქართველოში აკადემიის პრესტიჟი კიდევ უფრო გაიზარდოს და უფრო მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ. ვიზიტის დასასრულს, მინისტრის მოადგილე თავდაცვის აკადემიის სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)