|
2015-01-24 09:53:19, 993 ნახვა
საზოგადოება
შსს და მთის კურორტების განვითარების კომპანია, თოვლმავალი მოტოტრანსპორტის გადაადგილებას ერთად დაარეგულირებენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სამთო-სათხილამურო სეზონის დაწყების შემდეგ სათხილამურო ტრასებზე არსებული რისკები და დამსვენებელთა საჩივრები განიხილეს. შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტების და რისკების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სათხილამურო ტრასებზე მოსრიალეთა, მათ შორის ბავშვების უსაფრთხოება წარმოადგენს, როდესაც ერთიდაიგივე სათხილამურო ტრასაზე მოთხილამურეებთან ერთად თოვლმავალი მოტოტრანსპორტიც გადაადგილდება. „დამსვენებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გუდაურის სათხილამურო ტრასის პირველ მონაკვეთზე თოვლმავალი მოტოტრანსპორტისთვის ცალკე ბილიკი უკვე გაკეთდა, რომელიც სპეციალური ნიშნებით იქნება გამოყოფილი. ასევე, მახლობლად გამოიყო და კეთილმოეწყო ვრცელი ტერიტორია, სადაც დამსვენებლებს თოვლმავალი მოტოტრანსპორტით სეირნობის საშუალება ექნებათ. სხვა მონაკვეთებზე თოვლმავალი მოტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება და მხოლოდ სამაშველო ღონისძიების ან პატრულირების დროს იქნება შესაძლებელი. აღნიშნულს პოლიცია გააკონტროლებს. დამატებით, იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეები დაინახავენ სათხილამურო ტრასაზე თოვლმავალს შეუძლიათ დაუკავშირდნენ 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის სპეციალური ჯგუფი მოახდენს რეაგირებას და აღკვეთს მოძრაობას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)