|
2015-07-09 16:10:49, 969 ნახვა
სამხედრო
კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს
კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს. თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება, დღეს, მთავრობის სხდომაზე მიიღეს. „მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, კაპრალ დავითაიას ოჯახისთვის 100 ათასი ლარის გადაცემის თაობაზე. რაც ავღანეთში დაღუპულ მეომრებთან მიმართებაში, სახელმწიფოს გათვალისწინებული აქვს. სამწუხაროდ, კაპრალ დავითაიას თემა ზოგიერთი მედია საშუალებების მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა, რის გამოც, მინდა ამ ოჯახს ბოდიში მოვუხადო. საქართველოს მთავრობა და ქართული სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს, შესაბამისად, რამდენიმე დღეში ეს თემა დასრულდება“, – აღნიშნა ხიდაშელმა. ცნობისთვის, ვახტანგ კაპანაძე ავღანეთში დაიჭრა, რის შემდეგაც გორის ჰოსპიტალში იყო გადმოყვანილი. კაპანაძე გორის ჰოსპიტალში მიმდინარე წლის ივნისში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)