|
2015-06-24 11:03:32, 1186 ნახვა
მსოფლიო
"ვიკილიქსი": აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ჟაკ შირაკს, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდს უთვალთვალებდა
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო 2006-2012 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტებს - ჟაკ შირაკს, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდს უთვალთვალებდა. ამის შესახებ „ვიკილიქსის" მიერ გავრცელებულ დოკუმენტებშია ნათქვამი, რომელსაც „თვალთვალი ელისეის სასახლეზე“ ჰქვია. "ბიბისის" ცნობით, დოკუმენტები შეიცავს საფრანგეთის პრეზიდენტების, მინისტრებისა და საფრანგეთში აშშ-ის ელჩების შესახებ მასალებს. ერთ-ერთი დოკუმენტი 2012 წელს ფრანსუა ოლანდის მიერ საბერძნეთის ევროზონიდან შესაძლო გასვლის შესახებ საუბარს ეხება. კიდევ ერთი დოკუმენტი კი 2011 წელს ნიკოლა სარკოზის მიერ ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ის ჩაურთველობას ეხება. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ფრანსუა ოლანდმა თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ კი გავრცელებული დოკუმენტების საპასუხოდ, ოლანდის მოსმენა უარყო. აშშ-ის სპეცსამსახურებს აქამდე გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თვალთვალშიც სდებდნენ ბრალს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)