|
2015-06-24 10:53:53, 1181 ნახვა
მსოფლიო
აშშ ევროპის 6 ქვეყანაში სამხედრო ტექნიკას განათავსებს
ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის ექვს ქვეყანაში დროებით სამხედრო ტექნიკას განათავსებს. "დოიჩე ველეს" ცნობით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აშშ-ის მიერ 250-მდე ტანკის, ჯავშანტრანსპორტიორებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის განლაგების შესახებ განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა ტალინში ყოფნისას გააკეთა. ტექნიკა ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ბულგარეთში და რუმინეთში განთავსდება. კარტერის თქმით, ეს ნაბიჯი ნატოს დაეხმარება, რეგიონში ნებისმიერი სამხედრო კრიზისის დროს სწრაფად რეაგირებაში. როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის გეგმებმა უკვე გამოიწვია რუსეთის ფედერაციის გაღიზიანება. პენტაგონის ხელმძღვანელის მიერ ამ ინიციატივის გაჟღერებამდე ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის განლაგება ცივი ომის შემდეგ აშშ-ის მხრიდან გადადგმული ყველაზე აგრესიული ნაბიჯი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)