|
2015-06-18 16:57:07, 962 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედრო საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ერევანში ხელჩართული ბრძოლის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის პირველი კლასის რიგითმა გიორგი ლობჯანიძემ ფინალში ირანის ჩემპიონი ერფან ებრაჰიმიანი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეს დღეს თავდაცვის სამინისტროში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეხვდა. გენერალ-მაიორმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეს საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობა პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა. ტურნირში, რომელიც პროფესიონალთა შორის MMA წესებით მიმდინარეობდა, ირანის, სომხეთის და რუსეთის გუნდებთან ერთად საქართველოს ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე 6 კაციანი შემადგენლობით იბრძოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)