|
2015-06-17 09:38:19, 1005 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედროები გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
ქართველი სამხედროები გერმანიიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ, სადაც სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნები დაასრულეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა. მათ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დახვდა. ქართველი სამხედროები მისიისთვის გერმანიის სამ სხვადასხვა ბაზაზე - ვილდფლეკენში, ლეტლინგზენში და ჰამელბურგში ემზადებოდნენ. წვრთნები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების, ბუნდესვერის ორგანიზებით ჩატარდა. ხუთი თვის განმავლობაში გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ, ქართველი სამხედროები ინდივიდუალურ, ოცეულის და ასეულის დონის მომზადებას გადიოდნენ. ქართულ ასეულს ბუნდესვერის ჯარისკაცებთან ერთად კომბინირებული და სიტუაციური წვრთნებიც ჩაუტარდა. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული გერმანიაში 2015 წლის 23 იანვარს გაემზავრა. „ალფა“ ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ივლისში ჩაერთვება და გერმანიის ქვედანაყოფის შემადგენლობაში, მაზარ-ი-შარიფში იმსახურებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)